გარდაიცვალა ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი [Photo]

დიდი ბრიტანეთში გარდაიცვალა 64 წლის მილიარდერი, ვესმინსტერის მე-6 ჰერცოგი ჯერალდ კავენდიშ გროსვენორი, – იუწყება AP.

ჟურნალ Forbes-ის რეიტინგის თანახმად, გროსვენორის ქონება 10,8 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ($14 მლრდ) შეადგენს. იგი ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მესამე ადგილს იკავებდა, ხოლო მსოფლიოს მილიარდერთა შორის კი 68-ეს.

ჰერცოგი ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პრესტონის სამეფო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი არ საჯაროვდება.

აღსანიშნავია, რომ გროსვენორი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მეგობარი იყო. ვესმინსტერის ჰერცოგის ტიტული დედოფალმა ვიქტორიამ 1874 წელს დააფუძნა და მისი პირველი მფლობელი ჯერალდის წინაპარი – ჰიუ ლუპუს გროსვენორი გახდა.

ჰერცოგ ჯერალდ კავენდიშ გროსვენორს ერთი ვაჟი, ჰიუ რიჩარდ ლუი გროსვენორი დარჩა, რომელიც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინც ჯორჯ კემბრიჯელის ნათლიაა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40044″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button