მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარბაქაძეს პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულისათვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
სასამართლო პროცესზე ბარბაქაძემ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა სიტყვის უფლებით არ ისარგებლა.

მკვლელობა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა.

თავდაპირველად, 37 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების მიზეზად, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია დასახელდა.

გარდაცვლილისათვის ორჯერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხედარზე ძალადობის კვალი აღმოაჩინა, რის საფუძველზეც პოლიციამ მისი ყოფილი მეუღლე დააკავა

გამოძიების მტკიცებით, გიორგი ბარბაქაძემ მეუღლე ჯერ გაგუდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში, გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება 11, 109- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბარბაქაძეს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

ნახეთ ასევე ვიდეო სასამართლო სხდომიდან

ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარბაქაძე დუმილის უფლებას იყენებს

მსგავსი პოსტები

Back to top button