კრიმინალირეგიონისაქართველოსიახლეები

ყვარელში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

ყვარელში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიაყენებული.

არსებული ინფორმაციით, სუფრასთან მყოფ მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი, შემდეგ კი, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები თავის არეში და სხეულზე აქვს მიყენებული. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმის თქმით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button