მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსისგან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 168 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინშია 5 085 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ადამიანი 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button