კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევისას ქალი მძიმედ დაშავდა

25 წლის ქალი დაშავდა მძიმედ, ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა ქალმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
დაშავებულს ამ წუთებში ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

მსგავსი პოსტები

Back to top button