ყვარელში ხანძარი ლოკალიზებულია

ხანძარი ყვარელში ლოკალიზებულია.

ცეცხლის ჩაქრობას „მეღვინეობა ხარებას“ ტერიტორიაზე ყვარლის, თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ათი ბრიგადა მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა.

ხანძარი თავდაპირველად ხმელ ბალახს გაუჩნდა, არსებობდა ცეცხლის ტყეზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მაშველებმა დილისთვის ყველა კერის ლოკალიზება შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ამ ტერიტორიაზე მოწყობილი ფოიერვერკი გახდა.

ინციდენტის შედეგად, მეღვინეობის ტურისტული ინფრასტრუქტურა არ განადგურებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button