ქორწინება ტაჯიკურად
ტაჯიკეთში, რომლის მოქალაქეთა მეოთხედი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ონლაინ ქორწილები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„ხელის მოწერის“ ცერემონიალი Skype-ის ვიდეოჩატში იმართება. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა საქმრო ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, პატარძალს და მრავალრიცხოვან ნათესავებს კი დაცდა არ სურთ, – იუწყება რადიო Liberty.
გამოცემა ახალგაზრდა ეკონომისტი ქალის – შაჰნოზა იდრისოვას სურათს აქვეყნებს, სადაც იგი წყლით სავსე ფიალას დედამთილისგან იღებს. წესით, ამ რიტუალს საქმრო და პატარძალი ასრულებენ. ფოტოზე სასიძო არ ჩანს, ვინაიდან, ქვეყანაში არ იმყოფება.
ქორწინება დუშანბეში – შაჰნოზას სახლში ჩატარდა, რომელაც მეფე-პატარძლის მშობლები, მოწმეები და ადგილობრივი მოლა ესწრებოდნენ. საქმრო ფარვიზი კი ნოუთბუქის მეშვეობით რიტუალს თვალს ადევნებდა.
აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთის საერო მთავრობა ამგვარ ქორწილებს არ ცნობს, მაგრამ ახლად-დაქორწინებულები, ისლამური წეს-ჩვეულების თანახმად, ქორწინების ოფიციალურ რეგისტრაციაზე უარს აცხადებენ.