რეგიონი

ყვარელში მრავალწლოვანი ხეები დაიწვა

ყვარელში მრავალწლოვანი ხეები დაიწვა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ამ წუთებში სტიქიის ზონაში მცირედი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ხანძრის ქრობის სამუშაოებს მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ.

მიუვალი რელიეფის და ძლიერი ქარის გამო, ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში მხოლოდ ცოცხალი ძალა მონაწილეობდა.
ხანძარი გუშინ, დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორიას გაუჩნდა და მრავალწლოვანი ხეების ნაწილი განადგურდა.
ტყის მასივში გაჩენილი კვამლი ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს.
ხანძრის წარმოშობის მიზეზს, გამოძიება დაადგენს.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button