კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარით შეირაღებული პირია შეჭრილი. ადგილზე იმყოფებიან თანამშრომლებიც, რომელთაგან რამდენიმემ თავის დაღწევა მოახერხა.

ბანკის ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ხათუნა გულიაშვილი. ჩართვა ადგილიდან ჩვენს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 17:00 საათზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცავები ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებებს ატარებენ.

“თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button