მნიშვნელოვანირეგიონი

ყვარელში სტალინის ბიუსტი და “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი შეღებეს

ყვარელში, „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის ნაწილი და სტალინის ბიუსტი, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, წითელი საღებავით შეღებეს.
პარტიის ოფისსა და სტალინის ბიუსტს შორის, დაახლოებით 300 მეტრი მანძილია.

შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან.

თანამშრომლები არ გამოჩენილან “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისშიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით გასარკვევია, შევიდა თუ არა უწყებაში შეტყობინება ოფისის და ბიუსტის დაზიანების შესახებ.

კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისების დახურვით მოთხოვნით, საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად ატარებს.

ბოლო აქცია 28 მაისს, ახმეტაში გაიმართა, სადაც პროტესტის მონაწილეებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკებაც მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button