მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყვარლის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის მილიონი ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის დამატებით მილიონი ლარი გამოიყო.

შესაბამის განკარგულებას, პრემიერ- მინისტრმა 22 სექტემბერს მოაწერა ხელი.

დამატებითი თანხა, ყვარელსა და მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში, 26 აგვისტოს სტიქიით დაზიანებული ასი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოხმარდება.
გადაწყვეტილება ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა გააცნეს.
„სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის მილიონ ნახევარი ლარი უკვე გამოიყო. ეს არის დამატებით ერთი მილიონი ლარი, რომელიც დაზიანებული სახლების აღდგენას მოხმარდება”-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

განაცხადების მიღება, 26 აგვისტოს სტიქიით მოსავლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, 20 სექტემბერს დასრულდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული მევენახე, ერთ ჰექტარ ფართობზე, სამი ათას ლარს აიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button