მნიშვნელოვანი
„ყველას ვთხოვ, რომ მაქსიმალურად თავი აირიდონ ხის მოჭრისგან“ – ზაზა ხუციშვილი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი ყველას სთხოვს, ხის მოჭრისგან მაქსიმალურად შეიკაონ თავი. ამის შესახებ დეპუტატმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“, დენდროლოგიური პარკისთვის მოჭრილ ხეებზე საუბრისას განაცხადა.
,,ნებისმიერ შემთხვევაში, ხის მოჭრა არის პრობლემა და მე, როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი, ყველას ვთხოვ, რომ მაქსიმალურად თავი აირიდონ ხის მოჭრისგან“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
დეპუტატის თქმით, დენდროლოგიური პარკისთვის მოჭრილი ხეების რაოდენობა ახლოსაც ვერ მივა საქართველოში ხეების მოჭრის მასშტაბთან.
მოისმინეთ ზაზა ხუციშვილის ხმა.