მნიშვნელოვანირეგიონი

” ყველაზე სუფთა რეგიონის” სტატუსი დღეს კახეთის მეეზოვეებს მიულოცეს

” ყველაზე სუფთა რეგიონის” სტატუსი დღეს კახეთის მეეზოვეებს მიულოცეს.
რეგიონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურების თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიალი თელავში ჩატარდა.
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მომუშავე მეეზოვეს, მადლობის სიგელები და თაიგულები გადაეცა.

” ეს სტატუსი თითოეული თქვენგანის დამსახურებაა. მე დაჯილდოების ცერემონიაზეც ვთქვი, რომ ამ წარმატებას თითოეულს მოგილოცავდით, რადგან ყველა თქვენგანი აჩვენე რეგიონში ჯანსაღი და სუფთა გარემოს შექმნაზე ზრუნავს. თქვენი დამსახურებით, ღირსეულად დავხვდებით ტურისტულ სეზონს “- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოშვილმა.

ზედიზედ მეოთხედ “ყველაზე სუფთა რეგიონის “ სტატუსი, კახეთმა 13 მაისს, თბილისში გამართულ კონკურსზე მოიპოვა.

ამავე კონკურსის ფარგლებში, ნომინაციაში „სუფთა ქალაქი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა, ხოლო ნომინაციაში, „სუფთა ქუჩა“ ახმეტის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button