მნიშვნელოვანირეგიონი

ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციას დაჯარიმებული კომპანია ატარებს

ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციას დაჯარიმებული კომპანია ატარებს, მერიამ კი, კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა.
თელავში, დასვენებისა და კულტურის პარკის, “ნადიკვრის ” რეაბილიტაციას დაჯარიმებული კომპანია ” ბერმუხა” დაასრულებს.

რამდენჯერმე გახარჯული თანხების მიუხედავად კი, პარკის კიდევ ერთხელ რეაბილიტაციისთვის, თითქმის სამმილიონიანი ტენდერი გამოცხადდა.
კომპანია “ბერმუხა” სარეაბილიტაციო სამუშაოების დადგენილ ვადაში დაუსრულებელობისთვის, თავად მერიამ დააჯარიმა, თუმცა მასთან ხელშეკრულება არ შეუწყვეტია.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა, დავით ქსოვრელიშვილმა, რადიო ჰერეთის ინფორმაცია, კომპანიის დაჯარიმების შესახებ, ვერ უარყო, თანხების ხელახლა გამოყოფა კი, პარკის სრულ რეაბილიტაციას დაუკავშირა.

” ზოგჯერ შესაძლოა, კომპანიამ ვერ მოახერხოს დათქმულ დროში სამუშაოების დასრულება. დაჯარიმებულია, მაგრამ არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი არ არის. ფანჩატურის მოწყობა დარჩა და დაასრულებს სამუშაოებს. რაც შეეხება, თანხების გამოყოფას, პარკის მასშტაბური რეაბილიტაცია იგეგმება, მათ შორის, ატრაქციონების განახლება, ამფითეატრის მოწყობა და ბევრი სხვა, რაც აუცილებელია”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.
განცხადება ” ნადიკვრის” რეაბილიტაციის შესახებ, 2019 წლის იანვარში, თელავის

მუნიციპალიტეტის იმჟამინდელმა მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა გააკეთა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ უნდა დაწყებულიყო და ბავშვთა დაცვის დღის, 1 ივნისისთვის პარკში უკვე სეზონი გახსნილიყო.

ნარეკლიშვილის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის სცენა, ე.წ.ბესედკებისა და გადასახედი ვერანდები უნდა მოწყობილიყო. პარკში უნდა დამატებულიყო ბავშვთა ატრაქციონებიც.

პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315.410 ლარი გამოყვეს.

პროექტის განხორციელებისათვის თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა.
დადგენილი ვადისა და შესაბამისი თანხის გამოყოფის მიუხედავად, სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის.

ახალი ტენდერი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2.758.521 ლარზე გამოცხადდა.

ამ თანხით, ნადიკვრის ტერიტორიაზე, დასასვენებელი და გასართობი სივრცეები უნდა მოეწყოს, რაც პარკის სრულ რეაბილიტაციას ნიშნავს.
წინადადებების მიღება, პროექტის განხორციელების მსურველი კომპანიებისგან , 13 ივნისს უნდა დასრულდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button