ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის სრული ქონების დაყადაღებას ითხოვს

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის სრული ქონების დაყადაღებას ითხოვს.

ბიზნესმენის ადვოკატი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის ავტომობილების დაყადაღების შემდეგ, შესაძლოა, ტელეკომპანიის სხვა ქონებაც დააყადაღონ.

ადვოკატი პაატა სალია ადასტურებს, რომ რუსთავი 2-ის ქონების ნაწილი – ავტომობილები, სწორედ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს.

ქიბარ ხალვაში საკუთარ სარჩელში უთითებს, რომ რუსთავი 2-ის წილების 100 პროცენტის გარდა, მათი მხრიდან მოთხოვნილია კომპანიის მთელი ქონების, მათ შორის, აპარატურის, უძრავი და მოძრავი ქონების სრულად დაყადაღება.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ტელეკომპანიას ფუნქციონირებაში და ასევე ამბობს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ცხოვრობს დაყადაღებული ქონებით და ტელეკომპანიამაც ეს დისკომფორტი უნდა აიტანოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button