ქიეთ ჰადსონმა შესანიშნავი ფიზიკური ფორმის საიდუმლო გაამჟღავნა [Video]

პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა, კინორეჟისორმა და პროდუსერმა, ქეით ჰადსონმა პრიალა ჟურნალ Allure-ის ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო. 36 წლის მსახიობმა, რომელიც 2 ვაჟის დედაა, თაყვანისმცემლებს ტანწერწეტობის საიდუმლო გაანდო.

ინტერვიუში ჰადსონმა განაცხადა, რომ მას მრავალსაათიანი დამღლელი ვარჯიშები სულ არ სჭირდება. იგი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, დღეში 20 წუთიანი საბაზო ვარჯიშთა კომპლექსიც საკმარისია და შედეგიც არ დააყოვნებს.

ქეით ჰადსონი 1979 წლის 19 აპრილს, ლოს–ანჯელესში, მომღერალ უილ ჰადსონისა და მსახიობ გოლდი ჰოუნის ოჯახში დაიბადა. ქეითის დაბადებიდან ერთი წლის თავზე, მშობლები ერთმანეთს დაშრდნენ. იგი დედამ და მისმა მეგობარმა მამაკაცმა, მსახიობმა კურტ რასელმა აღზარდეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21113″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button