ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში ბრუნდება

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ GOAL-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო გამოევლინა ქომაგების ვერსიით მანჩესტერ “სიტის” ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი.

ამ გამოკითხვაში კი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ. მან გამოკითხვაში ხმების 73% მიიღო და აჯობა ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიცაა კუნ აგუერო და ჯო ჰარტი. GOAL-მა კი “სიტის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელისათვის სპეციალური პრიზი დააწესა, რომელსაც ისინი 2017 წლის 25 თებერვალს, მანჩესტერ “სიტისა” და მანჩესტერ “იუნაიტედის” დაპირისპირების წინ გადასცემენ გიორგი ქინქლაძეს. შეგახსენებთ, რომ ქინქლაძე “ქალაქელთა” რიგებს 1995 წელს შეუერთდა 2 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, სადაც 3 წელი გაატარა და 106 შეხვედრაში 20 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი პოსტები

Back to top button