ქმრის მიერ დაჭრილ ქალს ოპერაცია ჩაუტარდა – მდგომარება მძიმეა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ქმრის მიერ ცივი იარაღით დაჭრილი 24 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მედიკოსების თქმით, ქალს ცივი იარაღით გულ-მკრედი არსეში ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული და მართვით სუნთქვაზეა. პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
ექიმის რამაზ თევზაძის თქმით – „ჩატარდა მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია. ჰქონდა შემავალი, მრავლობითი ჭრილობები. გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და მართვით სუნთქვაზეა იმყოფება“
მკვლელობა სოფელ ვეჯინში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი ოჯახთან ერთად, ვეჯინში, საჩხერიდან იყო ჩასული და სტუმრად ნათესავთან იმყოფებოდნენ.
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით ჯერ 3 თვის ჩვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ცოლი იმავე იარაღით დაჭრა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
მკვლეობაში ბრალდებული 24 წლის მამაკაცი ახლა გურჯაანის “ჯეო-ჰოსპიტალსის’ საავადმყოფოშია მოთავსებული. მან შემთხვევის შემდეგ თვითდაზიანებები მკრედის არეში მიიყენა. გურჯაანის საავადმყოფოსთან პოლიცია პატრულირებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.