საქართველოსიახლეები

“ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, მაგრამ ათკაციანს”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კვლავ აცხადებს, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი უნდა შევიკავოთ.

მისი თქმით, შეზღუდვა ქორწილის აღნიშვნასაც ეხება.

“ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ათკაციანს, სანამ ეპიდსიტუაცია მოგვცემს ამის საშუალებას. ზოგადად, იქნება, ამასაც… როგორც კორონავირუსმა გვასწავლა ხელების დაბანა, მთელი ქვეყანა, სადაც შედის სპირტიანი დეზინფექტორებით იმუშავებს ხელებს, ამასაც გვასწავლის, რომ იქნებ ის ძალიან დიდი, ხანდახან ზღვარსგადასული, ძალიან კარგი ჩვენი ტრადიცია…” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

მსგავსი პოსტები

Back to top button