ქორწინების შესახებ ჩანაწერი – ხმაური პარლამენტში [აუდიო]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილეს. საკითხი ქორწინების შესახებ ჩანაწერს ეხება.

80 დეპუტატის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლში უნდა ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის კავშირი და ის მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ეფუძნება. 

საკითხზე საყოველთაო საჯარო განხილვები უკვე გაიმართა და დეპუტატებს კანონპროექტი პირველ მოსმენაზე ზვიად ძიძიგურმა წარუდგინა.  

საკითხზე განცხადებები გაკეთდა სხდომაზე. “რესპუბლკური პარტია” ცვლილებებს წინასაარჩევნოდ წამოწეულ თემად აფასებს და აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც პარლამენტში 113 დეპუტატი არ იკრიბება, საკითხის განხილვას აზრი ეკარგება. 

მსგავსი პოსტები

Back to top button