ქრთამის მოთხოვნის ბრალდებით ტყის მცველი დააკავეს

ტყის მცველი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა.
გამოძიების მტკიცებით, ის საქართველოს მოქალაქეს დაპირდა ქვემო ქართლში, ასურეთის სატყეო უბნის ტერიტორიაზე, 1000 კვ.მ ტყის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოჭრაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 6 000 ლარი მოსთხოვა.
გამოძიება ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.