მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება”

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

“ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი… ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.” – წერს ნინო ლომჯარია Facebook-ში.

შეგახსენებთ, 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში დღეს იპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button