მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ქურდობა კომენდანტის საათის დროს
კომენდანტის საათის დროს, ლაგოდეხში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს.
შემთხვევა წუხელ მოხდა. მაღაზიის მეპატრონე იოსებ ჭაბაშვილი ამბობს, რომ წაღებულია მობილური ტელეფონები, დინამიკები და აუდიო ტექნიკა. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების საქონელია მოპარული.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში დაწესებული აკრძალვების გამო, მაღაზია უკვე თვეზე მეტია დაკეტილი იყო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
რამდენიმე კვირის წინ ლაგოდეხში, სოფელ შრომაში სასურსათო მაღაზიაც გაქურდეს. მაშინ მაღაზიიდან სურსათი მოიპარეს. ეს შემთხვევაც, კომენდანტის საათის დროს მოხდა.