მადრიდული დერბი უგოლოდ დასრულდა

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. „ვისენტე კალდერონზე“ შეხვედრა მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის ფრედ 0-0 დასრულდა.

მეორე მატჩში „იუვენტუსმა“ „მონაკოს“ მინიმალური ანგარიშით სძლია. „მონაკოს“ კარში ერთადერთი გოლი შეხვედრის 57-ე წუთზე არტურო ვიდალმა გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს კიდევ ორი მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდება. „პორტო“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს, „პარი სენ ჟერმენი“ კი „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button