კრიმინალიმნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

საქართველოში პოლიტიკური პროცესები განახლდა

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმე განაახლა, პროცესები ჩაინიშნა ნიკა გვარიამიას, გიგი უგულავას და ნიკა მელიას საქმეებთან დაკავშირებითაც.

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს გამოძიება ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ოქრუაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება

გიგი უკულავა კი საგამოძიებო სამსახურმა 2014 წლის ივლისში დააკავა, მანამდე კი დააპატიმრა მისი ახლობელი, გიორგი ღონიაშვილი.

გამოძების მტკიცებით, ოფშორული ზონიდან გიგი უგულავას, გიორგი ღონიაშვილთან და დავით კეზერაშვილის პარტნიორთან, ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად დიდი ოდენობის ე.წ შავი ფული გადმოჰქონდა, რაც შემდგომში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა.

ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას კი გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ყველა ჩამოთვლილ საქმეზე განხილვები დეკემბრის პირველ ნახევარში ჩაინიშნა. ნიკა გვარამიაც და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც საქმეების განახლებას რეპრესიების მორიგ ტალღად აფასებენ.

მოვისმინოთ გიგი უგულავას და ნიკა მელიას კომენტარები

მსგავსი პოსტები

Back to top button