მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქვეყანას აქვს რუსული ვირუსი”

20 ივნისის, გავრილოვის ღამის წლისთავთან დაკავშირებით, მოძრაობა “გაბედე” თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აქციას მართავს.

მოძრაობამ დილით აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან ჩაატარა, რის შემდეგაც მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან იმყოფებიან.

მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია, მისგან მოდის ყველა ის უბედურება, რაც ქვეყანაში მოხდა და მათ შორის, “გავრილოვის ღამეც” და სისიხლიანი დარბევაც.

“1 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რაც ქართულმა ოცნებამ დაატრიალა რუსეთის დავალებით. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს ვირუსი და მოვედით, რომ შევწამლოთ ეს ტერიტორია და გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული ვირუსისაგან.” – ამბობენ “გაბედეს” წევრები.

მოისმინეთ აქციის მონაწილის ხმა.

აქციის წევრები ივანიშვილის რეზიდენციასთან სპეციალური ეკიპირებით იყვნენ და აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში ვირუსია ივანიშვილის სახით და საჭიროა ქვეყნის დეზინფექცია.

https://www.facebook.com/gavbedot/videos/2615229942077672/

მსგავსი პოსტები

Back to top button