მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ქვეყანაში კოვიდით უკვე 12 900-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

დღიურად 11 161 ადამიანი აიცრა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 901 202 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 849 090 გამოჯანმრთელდა, 12 918 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, 15 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 890 პაციენტი, გარდაიცვალა 53.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 901 202 შემთხვევა. მათგან 849 090 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 918 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა

📌აჭარა – 243

📌იმერეთი – 481

📌ქვემო ქართლი – 115

📌შიდა ქართლი – 211

📌გურია – 88

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 214

📌კახეთი – 160

📌მცხეთა-მთიანეთი – 96

📌სამცხე-ჯავახეთი – 68

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -17.

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 272 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.34 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 244 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 22 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი – 51 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.7 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button