ქვეყანაში ინფიცირების 5 486 ახალი დადასტურებული შემთხვევა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 546 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 262 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 486 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 968 313-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 916 421.
NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აიცრა 10 881 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 968 313 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 916 421,
ოფიციალური სტატისტიკით, გასულ 24 საათში 2 893-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 264 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 2 985 შემთხვევა
📌აჭარა – 569
📌იმერეთი – 563
📌ქვემო ქართლი – 205
📌შიდა ქართლი – 282
📌გურია – 145
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 290
📌კახეთი -192
📌მცხეთა-მთიანეთი -131
📌სამცხე-ჯავახეთი – 84
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.