ქვეყნის მასშტაბით126 რადიოსიხშირეა თავისუფალი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია 126 რადიოსიხშირე. – ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ახალი შემადგენლობა ავრცელებს. 

ახალი მონაცემებით, თბილისში თავისუფალი რადიო სიხშირული რესურსი აღარ არსებობს. ბოლო რესურზე (FM93.5) კონკურსი 2013 წლის 26 აგვისტოს გაიმართა, სადაც რადიო ჰერეთიც ღებულობდა მონაწილეობას. 

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის  და „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button