ქვიშხეთში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

საპროტსეტო აქცია ქვიშხეთში, ხაშური ზესტფონის მონაკვეთზე გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული ორმოცდაათამდე პირი სამუშაო პირობების გამუმჯობესებას ითხოვს.

მათ პრეტენზიები დამსაქმებელ ჩინურ კომპანიასთან აქვთ. მუშები ხელფასი გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს ხაშურის გამგებლის მოადგილე შეხვდა, რომელiც დამსაქმებელ კომპანიასთან შუამდგომლობას დაპირდა.

“ხელი გვაქვს მოწერილი კაბალურ ხელშეკრულებაზე, არავითარი პირობები არ არსებეობს. დარღვეულია უსაფრთხოება, კონტრაქტშიც რაც წერია ისიც არ სრულდება. არც სამუშაო დღე გვაქვს და ხელფასებსაც გაურკვეველი მიზეზების გამო გვიკლებენ” -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ ანალოგიური მოთხოვნით სოფელ ზვარეში, რამდენიმე დღის წინ ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ქართველი მუშებიც გაიფიცნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button