სამართალდამცავებმა ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის კობა კოშაძისა და საარჩევნო შტაბის კოორდინატორის ბიძინა თომაშვილის დაჭრის ფაქტზე ალექსანდრე ინდუაშვილი იგივე “ხამსა” დააკავეს.

ინდუაშვილის დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა დელატებზე კომენტარს უწყება მოგიანებით გააკეთებს.
შეგახსენებთ 2 ოქტომბერს ირაკლი ოქრუაშვილს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიჭრნენ ოქრუაშვილის დაცვის წევრი და კოორდინატორი.დაჭრილები ამ დრომდე გორის საავადმყოფოში იმყოფებიან.

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, გუშინ სამართალდამცავებს მოუწოდა დამნაშავე პირების არჩევნებანდე დაკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საკუთარი ძალებით შეეცდებოდა მოქმედებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button