რაფამ ლორენცი გაანადგურა
რეიტინგსიის მეოთხე ნომერმა, 30 წლის მალიორკელმა რაფა ნადალმა პეკინში დაწყებული ჩინეთის ღია პირველობის სასტარტო მატჩში იტალიელ პაოლო ლორენცის მხოლოდ 2 სეტი დაუთმო და აპენინელი ოპონენტი საათსა და 4 წუთში 6:1, 6:1 გაანადგურა.
რაფამ 5-5 ბრეიკი და ეისი შეასრულა, ლორენცისთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 3:0 გახადა. ნადალის მომდევნო მეტოქეს ესპანელი ალბერტ რამოსისა და ფრანგი ადრიან მანარინოს პაექრობა გამოავლენს. ჩინეთის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 6 მილიონ 300 ათასი დოლარია. ტურნირის შარშანდელ ფინალში ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა, ამასთან რაფას პეკინში 2005 წელს აქვს მოპოვებული საჩემპიონო ტიტული. ჩინეთის ღია პირველობაზე ყველაზე მეტჯერ ჯოკოვიჩმა იმარჯვა – სერბი უძლიერესი 2009, 2010, 2012, 2013, 2014, 2015 წლებში იყო. მოგეხსენებათ, ნოლე წლეულს პეკინში არ იასპარეზებს.