მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

“რა „იხარშება“ [ლუგარის ლაბორატორიაში]?”

მოსკოვი შეშფოთებულია აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური აქტიურობით ორმაგი დანიშნულების ლაბორატორიებში, რომლებიც განთავსებულია უკრაინასა და საქართველოში. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.

„მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, საქართველოს და უკრაინის ბიოლაბორატოერიებში, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გარდა, ტარდება დახურული ექსპერიმენტები განსაკუთრებულად საშიში პათოგენებით, მათ შორის, ჭირისა და ჰემორაგიული ცხელების ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუტანტურ ფორმებს, ვირუსების მოდიფიცირებას და მათი დაინფიცირებულობის ამაღლებას. საგანგაშოა ინფორმაცია საეჭვო პრეპარატების გამოცდის შესახებ, რომლებსაც ამერიკელი სამხედრო ექიმები ქართველებზე ცდიდნენ, ასევე ადამიანური ბიომასალის შეგროვება გარკვეული „საცდელი მიზნებისთვის.” – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

მისი თქმით, მოსკოვი ამაში ხედვას ამერიკის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას კვლევისა და ბიოტექნოლოგიების შემუშავების ნაწილში, რომლებიც დაფიქსირებულია 1986 წლის ეუთოს ვენის შეხვედრის დოკუმენტში.

„უცხოელი სამხედრო ბიოლოგების მიერ რუსეთის მოსაზღვრედ ექსპერიმენტების ჩატარება იწვევს ჩვენ კანონიერ შეშფოთებას, მათ შორის, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესრულების კონტექსტში. დარწმუნებული ვართ, ჩვენ ყველას გვაქვს უფლება ვიცოდეთ, სინამდვილეში, რა „იხარშება“ ამერიკის ბიოლაბორატორიებში.” – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

შეგახსენებთ, 27 მაისს საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, “უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის, რუსი ექსპერტების მონაწილეობით”. საპასუხოდ კი, რუსულმა მხარემ, საგარეო უწყებამ და დუმის დეპუტატმა გენადი ონიშენკომ მოითხოვეს მხოლოდ რუსი ექსპერტების, და მათთან ერთად, რუსი სამხედროების დაშვება ყველა დონეზე, რომ შემოწმდეს ლაბორატორია.

28 მაისს აღნიშნულ მოთხოვნას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა.

“ბატონო გენადი, მოეშვით ამ “ველიკაძერჟავულ” ჩვევებს ისევ. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ, ჩამოხვალთ, თუ გნებავთ, საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარელებთან ერთად, რომლებიც ახლა მედიატორები არიან ჩვენ ორს შორის, და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გვაქვს. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, ვერ გავიგვე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არის პრობლემა.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button