მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 6 ინფიცირებული და 3 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 837 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 3-ით გაიზარდა და 697 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3 213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 303 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.