მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რა რეკომენდაციები აქვს საიას ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით

20 ივნისის მოვლენების ამნისტიასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს საკუთარ რეკომენდაციები გააცნო

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 1-3 მუხლებზე (წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის სრულ გამორიცხვასთან ერთად, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით/ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით).

საია-ს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გაზიარებული მოსაზრება, 333-ე მუხლთან მიმართებით ამნისტიის გაუვრცელებლობის შესახებ, კანონმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის თანხმობა, როგორც სავალდებულო წინაპირობა, ამნისტიის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებთან მიმართებით გავრცელების თაობაზე.

შეგახსნებთ, საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პარტიების მიერ შემუშავებული ორი დამოუკიდებელი კანონპროექტია დარეგისტრირებული

მსგავსი პოსტები

Back to top button