ნიდერლანდების სამეფო რუსეთს შავ ზღვაში, ნიდერლანდის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივნისს, ნიდერლანდის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემ ევერტსენ-ს, რომელიც
შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში იმყოფებოდა, სახიფათო მანძილზე
მიუახლოვდნენ რუსული ავიაგამანადგურებლები და გემზე შეტევის
იმიტაცია მოაწყვეს.
ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა,რომ ევერტსენ-ს შავი
ზღვის ნეიტრალურ წყლებში ყოფნის სრული უფლება ჰქონდა და
არანაირი გამართლება არ აქვს რუსეთის უპასუხისმგებლო და
აგრესიულ ქმედებას, რომელიც ინციდენტების ალბათობას ზრდის.
საპასუხოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ
ავიაგამანადგურებლები მას შემდეგ გაგზავნეს, რაც ევერტსენ-მა კურსი
შეცვალა და მიუახლოვდა ქერჩის სრუტეს, რომელსაც რუსეთი თავის
ტერიტორიად მიიჩნევს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით,
ავიაგამანადგურებლები გემს უსაფრთხო მანძილზე მიუახლოვდნენ.