რეგიონი

სიღნაღის საკრებულოს წევრი მერიას უჩივის

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე მერიას პროკურატურაში უჩივის.

გიორგი ელიზბარაშვილმა საჩივარი დღეს, დღეს საოლქო პროკურატურაში შეიტანა.

საკრებულოს წევრი 2018-2020 წლამდე, სიღნაღის მერიის შიდა აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს ასაჩივრებს.

ელიზბარაშვილი ამტკიცებს, რომ დასკვნაში სიღნაღის მერიის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტებია აღწერილი.

” დარღვევები ძირითადად, საწვავის ხარჯებს უკავშირდება, როცა საჯარო მოხელეები იმაზე მეტ ბენზინს მოიხმარენ, ვიდრე ოფიციალურად ეკუთვნით. ხშირად, მათი უმრავლესობა დოკუმენტსაც აყალბებს, ვინაიდან, უცხოეთში მივლინებაში ყოფნის დროს, საწვავის ხარჯი უწყისში ისეა ასახული, რომ მოხმარება ადგილზე ფიქსირდება”– განაცხადა ელიზბარაშვილმა.

ელიზბარაშვილი პროკურატურისგან დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button