მნიშვნელოვანისიახლეები

რა თვისებები გამოავლინა “ომიკრონის” შტამმა

ამ დროისთვის საქართველოში „ომიკრონის“ 1419 შემთხვევაა დადასტურებული

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1 419 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი.

პანდემიის საწყის ვითარებაში დაბრუნებული მსოფლიო – ასე აფასებენ ეპიდემიოლოგები “ომიკრონის” გავრცელების მასშტაბურ შედეგებს.

არსებული მდგომარეობის მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ “ომიკრონი” არ ცნობს არსებულ იმუნურ სისტემას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვირუსის მიმართ დაუცველია.

ექიმებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანას რთულ მდგომარეობაში საზოგადოების დამოკიდებულებაც ჩააყენებს, რადგან მოქალაქეების უმრავლესობას ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარე ჰგონია. ამიტომ სპეციალისტები მოუწოდებენ ყველას თავდაცვითი საშუალებების გამოყენება კიდევ უფრო ინტენსიური გახადონ.

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე მოსახლეობას ყოველდღიური ინფიცირების მომდევნო 2 კვირაში მოსალოდნელი გასამმაგებული მონაცემის შესახებ აფრთხილებს და შესაბამისად დაცვითი საშუალებების

გაზრდას მოუწოდებს – ატარონ ორმაგი ნიღაბი ან რესპირატორი.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილის ჯავარა უგრეხელიძის თქმით, უკვე ნათელია, რომ

“ომიკრონს” მოკლე დროში რეინფიცირება ახასიათებს, რის წინააღმდეგაც ყველაზე ეფექტური საშუალება “ბუსტერ” დოზაა.

ეპიდემიოლოგების ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button