მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული საოკუპაციო ძალების მორიგი იერიში ხერსონზე

კვირას რუსეთის ჯარები კვლავ განაახლეს დაბომბვა, ამჯერად მათი სამიზნე გახდა ქალაქი ხერსონი.
გავრცელებული ცნობით, სამიზნეს საცხოვრებელი ზონები და საავადმყოფო წარმოადგენდა, ხერსონში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა ამავე ცნობით, დაშავებულია ხუთი პირი.

“მტერი ბომბავს ქალაქის საცხოვრებელ კვარტლებს. ამ დროისთვის ჩვენ ვიცით მრავალი დაჭრილისა და გარდაცვლილის შესახებ”, – ნათქვამია სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის 29 იანვრის შეტყობინებაში.
გარდაც ამისა ხერსონის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა, რომ რუსული ძალების იერიშების სამიზნე იყო საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური, ფოსტა, ბანკი და საცხოვრებელი კორპუსები.
„დაშავებულთა შორის იყო მედდა, რომელიც მუშაობდა რეგიონულ საავადმყოფოში, როდესაც მას თავს დაესხნენ”, – აღნიშნა ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იური სობოლევსკიმ თავის Telegram არხზე.

კვირას, 29 იანვარს, ხერსონის ადგილობრივი ტელეგრამის არხებით არაერთხელ გავრცელდა განცხადებები ქალაქ ხერსონში აფეთქებების შესახებ. მათ შორის მტერი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებს იყენებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, იერიში სამ ეტაპად განხორციელდა. ისინი მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

უკრაინელმა სამხედროებმა 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე დაიკავეს ქალაქ ხერსონის მარჯვენა სანაპირო ნაწილი. რეგიონული ცენტრი 11 ნოემბერს გათავისუფლდა. ამის შემდეგ რუსულმა ჯარებმა დაუყოვნებლად დაიწყეს ხერსონისა და უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი სხვა რეგიონის ტერიტორიების დაბომბვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button