რადიო “ჰერეთი” 17 წლისაა

კახეთის რეგიონში მაუწყებელი რადიო “ჰერეთი” 17 წლისაა.
“ჰერეთმა” სულ ცოტა ხნის წინ ახალი სამაუწყებლო ლიცენზია მიიღო, რომლითაც სექტემბრიდან რადიო „თბილისს“ გაუშვებს ეთერში.
“ჰერეთი” დღეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მაუწყებლობს. რადიოს მოსმენა ისევე როგორც FM 102.8 -ზე, ასევე “სმარტფონ” ტექნოლოგიითაა შესაძლებელი.
“ჩვენ ვყიდით რეკლამასა და არა ახალ ამბებს” – ეს რადიო “ჰერეთის” მთავარი პრინციპია. კახეთში პირველი დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა.
რადიო “ჰერეთმა” მალევე მოიპოვა მსმენელის და საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობა და სხვადასხვა კვლევის მიხედვით დღემდე ინარჩუნებს მიუკერძოებელი მედიასაშუალების იმიჯს. წლების განმავლობაში “ჰერეთი” არ თმობს რეიტინგებს და სხვადასხვა კვლევით სმენადობის მიხედვით პირველ პოზიციებზეა.
მაუწყებლობის განმავლობაში რადიო “ჰერეთმა” განახორციელა არაერთი პროექტი, მათ შორის საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციის სერთიფიკატი და დიპლომი.
ჩვენი მისიაა საზოგადოების ინფორმირება სანდო და ობიექტური ინფორმაციით.
დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მოსახლეობის უზრუნველყოფა ობიექტური ინფორმაციით და დახმარება თავისუფლებისა და დემოკრატიის საყოველთაო პრინციპების გათვითცნობიერებაში.
დიდი მადლობა მსმენელს ნდობისთვის! მადლობა მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც ერთგული მსმენელი მთელი 17 წლის განმავლობაში არ იშურებს.
17 წელი თქვენთან ერთად – მადლობა ნდობისთვის!
სავარაუდოდ სექტემბრიდან თქვენ რადიო “თბილისის” მოსმენაც შეგეძლებათ ტალღაზე FM 93.5.