მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმის დროს, ორი რუსული საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. „18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შავი ზღვიდან უკრაინაში „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ.
უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქ კიევში და კიევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

ამასთან, ხმელნიცკის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გამალიმ განაცხადა, რომ ოლქში ორი აფეთქების ხმა გაისმა.
თავდაპირველად საჰაერო განგაშის რუკაზე სამხრეთ და ცენტრალური რეგიონები, ასევე კიევისა რაიონები და ჟიტომირის “გაწითლდა”.

მოქალაქეებს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებენ. განცხადება გაავრცელა უკრაინის შს მინსიტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომაც.
მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა სოციალურ ქსელში რაკეტის ნამსხვრევების ფოტო გამოაქვეყნდა და დაწერა, რომ ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button