მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა კიევის ოლქს დაარტყეს – არის მსხვერპლი

უკრაინის დედაქალაქ კიევის ოლქის ბროვარის რაიონში კერძო საცხოვრებელ კორპუსებზე რაკეტების ნამსხვრევებიის ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი და მისი 4 წლის ვაჟი დაიღუპნენ, – ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.

მანამდე, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამში“ დაწერა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების 32 დრონი და „ტოჩკა-უ“ ტიპის 4 რაკეტა ჩამოაგდო, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი ტაქტიკური რაკეტა „ტოჩკა-უ“ განადგურდა, ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე 16 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ, 3 – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, ბრიანსკისა და ორიოლოს ოლქების ტერიტორიებზე კი – თითი-თითო“, – აღნიშულია უწყების ინფორმაციაში.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გვიან ღამით განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმის გამო 13 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button