მნიშვნელოვანისაქართველო

“სუსმა ტყეში იარაღის სამარხი აღმოაჩინა”

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ ტყეში იარაღის სამარხი აღმოაჩინეს და სწორედ ამ სამარხიდან იყო ამოღებული ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ტერიტორიების იარაღიც”, – ეს განცხადება უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.

მისი თქმით, მან ჯგუფის წევრებს 3-საათიანი შეხვედრის დროს, სპეცოპერაციისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

სუს-ის უფროსის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულები საქართველოში სავარაუდოდ ე.წ. მწვანე საზღვრის საშუალებით მოხვდნენ.

“FBI გვეხმარება ძალიან, ასევე ამ სამალავების აღმოჩენაში დიდი წვლილი შეიტანეს მათ. რა გამოიკვეთება ბოლოს, საქართველოზე მუშაობდნენ თუ სხვა მიმართულებით მუშაობდნენ, ტერაქტის მოსაწყობად თუ რაზეც იყვნენ, ჯერ ვერ დავასახელებ,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button