მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინისთვის მიწოდებული ბელგიური იარაღი რუსული ანტიპუტინისტური დაჯგუფებების მიერ გავრცელებული ვიდეოებში გამოჩნდა

ბელგიური იარაღი, რომელიც ქვეყანამ უკრაინას მიაწოდეს, რუსული ანტიპუტინისტური დაჯგუფებების მიერ გავრცელებული ვიდეოებში გამოჩნდა კადრებში ჩანს, რომ ამბოხებულებს ბელგიური წარმოების იარაღი უჭირავთ.
გავრცელებული ვიდეოს გამო ბელგია უკრაინას ახსნა-განმარტებას მოსთხოვს გავრცელებულ ცნობებზე იმის შესახებ, რომ პრო-უკრაინულმა ძალებმა ბელგიაში წარმოებული შაშხანები გამოიყენეს რუსეთის ჯარებთან საბრძოლველად რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორიაზე, განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრომ 5 ივნისს.
გამოცემის Le Soir ინფორმაციით, ბელგიის ხელისუფლება უკრაინელი მაღალჩინოსნებიდან განმარტებას ითხოვს.
გამოცემის ცნობით, განმარტებებს უკრაინისგან ბელგიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ითხოვენ.

Le Soir-ის წყარო ამბობს, რომ იარაღი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაეგზავნა, რათა საკუთარი ტერიტორია და მოსახლეობა დაიცვან.
Washington Post-ი 3 ივნისს იტყობინებოდა, რომ კრემლის წინააღმდეგ მებრძოლები, რომლებმაც გასულ თვეში უკრაინიდან საზღვრის გადაღმა განახორციელეს შეტევა რუსეთის ბელგოროდის რეგიონში, იყენებდნენ ტაქტიკურ მანქანებს, რომლებიც თავდაპირველად უკრაინას გადაეცა შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მიერ, და შეიარაღებული იყვნენ ბელგიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში წარმოებული შაშხანებით.

დე კრომ უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ინფორმაციის დადასტურებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button