რადიო ჰერეთის პირდაპირ ეთერში ლაშა დვალიშვილი სცემეს [Audio]

რადიო ჰერეთის პირდაპირ ეთერში დებატების დროს ინციდენტი მოხდა.

არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს ლაგოდეხის მუნიცილაპიტეტში ლაშა დვალიშვილს (პაატა ბუეჭულაძის პარტიიდან) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოულოდნელად რადიოს ოფისში შემოვარდნენ ჩვენთვის დაუდგენელი პირები და პირდაპირი ეთერის ჩაშლა სცადეს.

ამ წუთებში მდგომარეობა დასტაბილურდა და ეთერი გრძელდება.

ჰერეთის ეთერში ლაგოდეხი-ყვარლის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დებატები მიმდინარეობს სადაც 12 კანდიდატიდა 7 იღებს მონაწილეობას: ვახტანგ მჭედლიძე – “თავისუფალი დემოკრატები”, ლაშა დვალიშილი – “პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის”, ალექსანდრე ვარდოსანიძე- დამოუკიდებელი კანდიდატი, გურამ მაჭარაშვილი – “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”, გურამ კაკალაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. თენგიზ თუთისანი – დამოუკიდებელი კანდიდატი, არჩილ როსეფაშვილი – “საარჩევნო ბლოკი ირმა ინაშვილი დავით თარხან მოურავი” და ისაკო ცქიფურიშვილი – “ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა”.

რადიო ჰერეთი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყონ უსაფრთხოების ზომები რადიოს ტერიტორიაზე.

 

მოუსმიენთ აუდიომასალას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button