მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჰამასის ლიდერის თქმით ისრაელთან “საზავო შეთანხმების მისაღწევად ახლოს” არიან

დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ზავის მიღწევასთან ახლოს არიან. ამის შესახებ ნათქვამია „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს განცხადებაში, რომელიც სააგენტო „როიტერს“ მისმა თანაშემწემ გადასცა.

ჰანიეს განცხადების თანახმად, „ჰამასი“ ახლოს არის ისრაელთან ზავის შეთანხმების მიღწევასთან და კატარელ შუამავლებს თავისი პასუხი უკვე გადასცა.

„როიტერთან“ გაკეთებული განცხადება შეთანხმების სხვა დეტალებს არ შეიცავს, თუმცა დაჯგუფების წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ განუცხადეს, რომ მოლაპარაკებები ეხება ზავის ხანგრძლივობას, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების ისრაელში მყოფ პალესტინელ პატიმრებზე გაცვლას.
“მოძრაობამ პასუხი გასცა ძმებს კატარში და შუამავლებს, და ჩვენ ახლოს ვართ საზავო შეთანხმების მიღწევასთან”, – თქვა ჰანიემ.

ჰანიემ პოტენციური შეთანხმების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა. ჰამასის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია ალ-ჯაზირას უთხრეს, რომ მოლაპარაკებები ორიენტირებული იყო იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ზავი, ღაზაში დახმარების მიწოდების ღონისძიებებსა და ჰამასის მიერ მძევლების გაცვლაზე ისრაელში მყოფ პალესტინელი ტყვეებზე.

არსებული ცნობებით, იგეგმება ქალებისა და ბავშვების გაცვლა. შეთანხმების დეტალებს კატარი გამოაცხადებს, რომელიც მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს.

ისრაელის ხელისუფლებას კატარის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა: „„ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს“.

7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ჰამასმა ისრაელიდან ღაზაში 240-მდე მძევალი გადაიყვანა, 1200-მდე ადამიანი კი მოკლა.

ორშაბათს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტი მირიანა სპოლიარიჩი ჰანიეს კატარში შეხვდა, რათა კონფლიქტთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხები განეხილათ. ის ასევე კატარის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ICRC-ის განცხადებით, ის არ მონაწილეობს მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებში, თუმცა როგორც ნეიტრალური შუამავლის “მზად არის ხელი შეუწყოს ნებისმიერ მომავალ გათავისუფლებას, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

მსგავსი პოსტები

Back to top button