მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

კოვიდ-ჯარიმების ამნისტიას ოპოზიციაში ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ

ჯარიმების მოხსნასთან დაკავშრებით,პრემიერის ინიციატივას ევროპული საქართელოს ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია, ეხმაურება. დამენიას შეფასებით, აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანი წანასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაა.

„პრემიერი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა კვლავ დაიწყოს ქართულმა ოცნებამ, თუმცა აქ მთავარი უნდა ითქვას, რომ ევროპული საქართველო თავიდანვე მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ეს ჯარიმები იყო არაადეკვატური და დღეს, გარკვეულწილად, არსამართლიანია, იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიხადეს ეს ჯარიმები და თითქოს მადლიერი უნდა ვიყოთ იმ მცირე ნაწილის ჯარიმების მოხსნისა, ამ დროს, პირველი, როცა ეკონომიკა გაჭყლიტა ქართულმა ოცნებამ, პირველი რაც უნდა გაეკეთებინა და დღესაც არ არის გვიან, ეს არის გადასახადების დაწევა, რათა ეკონომიკამ წამოიწიოს და ქართველმა ხალხმა ცოტა შვება იგრძნოს.“ – განაცხადა დამენიამ.

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ინიციატივა 245 000 მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს ეხება და ის ათავისუფლებს ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მათ, ვინც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა დროს დაარღვიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button