მნიშვნელოვანირეგიონი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.
ინფორმაციას იქ მყოფი ქართველი მებრძოლები ადასტურებენ.

საქართველოდან წასული 42 წლის ალუდა ზვიადაურის გარდაცვალების შესახებ, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, უკრაინაში მებრძოლმა, ვანო ნადირაძემაც გამოაქვეყნა.

ალუდა ზვიადაური, ლისიჩანსკის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლაში მაშინ დაიღუპა, როცა უკრაინელი მებრძოლი გამოჰყავდა.

ოკუპანტებმა, გარდაცვლილს, ზურგში ესროლეს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მამაკაცი, კახეთიდან არის და ის რამდენიმე წელია, უკრაინაშია წასული.
24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 16 ქართველია გარდაცვლილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button