რადიოსადგურების თბილისისა და ჰერეთის განცხადება
რადიოსადგურები თბილისი FM93.5 და ჰერეთი FM102.8 გთავაზობთ სპეციალურ განცხადებას დღეს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ეხება.
აღნიშნულ თემაზე ჩვენი რადიოსადგურები ახალ ამბებს არ შემოგთავაზებთ.
მიგვაჩნია,რომ ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და ამ თემის განვრცობა, ნებისმიერი ინფორმაცია, მის წახალისებას გულისხმობს.
ვთვლით, რომ ჩვენი სამაუწყებლო კომპანიის მაუწყებლობა, რომელიც 17 წელს ითვლის, არ უნდა შეიცავდეს ცალკეული პირის, პირებისა თუ ჯგუფების მიმართ რელიგიური, ეთნიკური,სექსუალური,სოციალ-ეკონომიკური ან კულტურული ნიშნით შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ განცხადებებს და უნდა შეესაბამებოდეს კორექტულობისა და გემოვნების საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს.
ვემიჯნებით ყველა იმ მედიასაშუალებას და ცალკეულ პირებს, ვინც პირდაპირ თუ ირიბად აღნიშნული მასალების გამავრცელებლები არიან.