რადვანსკა შანსებს ინარჩუნებს

პოლონელმა აგნეშკა რადვანსკამ სინგაპურის წლის შემაჯამებელი ტურნირის  “თეთრი ჯგუფის” მეორე მატჩში ესპანელ გარბინ მუგურუსას 7:6 (7:1), 6:3 მოუგო, რითაც თავად ჯგუფური ეტაპის დაძლევის რეალური შანსი შეინარჩუნა, აქვე გეტყვით რომ სერენა უილიამსის უარის გამო სეზონის შემაჯამებელზე მოხვედრილმა სვეტლანა კუზნეცოვამ პირველმა გაინაღდა ნახევარფინალში თამაში.“თეთრი ჯგუფში” ორი ტურის შემდეგ კუზნეცოვას 2 მოგება აქვს (სეტების შეფარდება 4:2), რადვანსკასა (3:2) და კაროლინა პლიშკოვას (3:3) თითო გამარჯვება, მუგურუსა კი ორივე შეხვედრაში დამარცხდა (1:4).

მსგავსი პოსტები

Back to top button